ქუთაისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების შესახებ იმსჯელეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე თეა ჯუღელი უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების, საკრებულოს აპარატის საჯარო მომსახურეთა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
3.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლის წესის დამტკიცების შესახებ.
4.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბერის №8 დადგენილების ცვლილების შესახებ