საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ახალგაზრდობის სტრატეგია განიხილეს
ქუთაისის საკრებულოს განათლების,კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კომისიის წევრებმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია განიხილეს.
სტრატეგიის მიზანია, მხარი დაუჭიროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-29 წლის ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებასა და კეთილდღეობას. სტრატეგია განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ხედვას, საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, სერვისების, პროგრამების, ღონისძიებების დაგეგმვასა და მიწოდებას.
სტრატეგია ემსახურება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალგაზრდული საქმიანობის წარმატებით განხორციელებას და ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტურად მართვას.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე, ბექა ქებულაძე უძღვებოდა.