საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა
ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, ლევან სანიკიძე უძღვებოდა. კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების შესახებ იმსჯელეს.
დღის წესრიგი:
1.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიულ ზონებსა ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ;
2.თვითმმართველი ქალიქის-ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 30 აგვისტოს N1089 ბრძანებით, მოქალაქე ვარლამ დარსაველიძისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის უფლებით გადაცემული, ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კონფიგურაციის ცვლილების თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
3.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სპეციალური სერვისებისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.