ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-4 სხდომა გამართა.დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 7 საკითხი დაამტკიცეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
სხდომას ესწრებოდა ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილეები და სამსახურის უფროსები.
1. საკრებულოზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად განისაზღვრა აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურე პირთა რაოდენობა.
2 საკითხის თანახმად ცვლილება შედის ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებაში. რომლის თანახმადაც საბჭოს ეყოლება თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე, მდივანი და საბჭოს წევრები.
3. საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N 15 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად ზედამხედველობის სამსახურს უფლებამოსილება ეძლევა ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევაზე შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.
4. საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შეიცვალა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლის წესი. რომლის მიზანსა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ურბანულ გარემოში ადამიანის და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო გარემოს შექმნა წარმოადგენს.
5. კანონის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებულია, არა უგვიანეს თებერვლის თვეში განსაზღვროს მიწის ნორმატიული ფასი. აუდიტორული კვლევის შედეგად კი ზონების მიხედვით განისაზღვრა მიწის საწყისი საფასური.
6. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წელს მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის შავი ზღვის პროგრამაში, სადაც წარადგინა პროექტი "ნარჩენებისგან თავისუფალი მდინარეები- სუფთა შავი ზღვისათვის" დონორის გადაწყვეტილებით პროექტმა მოიპოვა მხარდაჭერა და დაფინანსება. პროექტი საერთაშორისოა და მასში რამდენიმე ქვეყანაა ჩართული. პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, საკომპოსტე მოედნის მოწყობისთვის გამოყენებული იქნა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ავტომშენებლის 49ა-ს მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება. აქედან გამომდინარე ადგილობრივ თვითმმართველობას მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნული ტერიტორია (საკადასტრო კოდი #03.01.23.787) უზურფრუქტის ფორმით უსასყიდლოდ გადაეცეს იურიდიულ პირს "სპეციალურ სერვისებს"
7. ქუთაისის მერიასა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს შორის 2020 წელის 15 აპრილს გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ქუთაისის მერია უზრუნველყოფს შეიმუშაოს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი. პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ქუთაისი მერიის მიერ მომზადდა ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია. სტრატეგიის მიზანია, მხარი დაუჭიროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-29 წლის ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებასა და კეთილდღეობას. სტრატეგია განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ხედვას, საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, სერვისების, პროგრამების, ღონისძიებების დაგეგმვასა და მიწოდებას. სტრატეგია ემსახურება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალგაზრდული საქმიანობის წარმატებით განხორციელებას და ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტურად მართვას.