ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოლიდარობას უცხადებს მეგობარ ხალხს და განცხადებას ავრცელებს.
ქუთაისს აკავშირებს მრავალწლიანი ურთიერთობა უკრაინის დამეგობრებულ ქალაქებთან და უკრაინელ ხალხთან. დღეს ამ ქალაქების მოსახლეობა დგას უდიდესი გამოწვევის, წინაშე. გვინდა გამოვხატო სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც გმირულად იბრძვიან თავიანთი სამშობლოს დასაცავად.
ხარკოვი, ჟიტომირი, ლვოვი, დნიპრო, სუმა, ზაპოროჟიე, მიკოლაევა, იბრძვიან თავისუფლებისთვის, ისევე როგორც უკრაინის სხვა ქალაქები. ამ დროს ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენი მეგობრების გვერდით.
ქუთაისის ადგილობრივი თვითმართველობა, თავისი სარეზერვო ფონდიდან გააგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში, ამასთან შეიქმნება ფონდი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. დარწმუნებული ვართ ჩვენი თანაქალაქელები შემოუერთდებიან ამ ინიციატივას.