ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე უკრაინის იმ მოქალაქეებს შეხვდნენ, რომლებმაც დროებით ქუთაისს შეაფარეს თავი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინელებისგან მიიღეს ინფორმაცია, თუ რა დახმარება ესაჭიროებათ ამ ეტაპზე და თანადგომას დაჰპირდნენ.
უკრაინელ ქალბატონებს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
უკრაინელებმა მადლობა გადაუხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებს და აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ის დახმარება, რასაც საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად ახორციელებს.