ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხალისეობის ფორუმი გაიმართა. ფორუმი ქუთაისის მერიის "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერ პროგრამაში“ გამარჯვებული პროექტის „თაობათა დიალოგის“ მიერ იქნა ორგანიზებული. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
"️დღევანდელი მოხალისეობის ფორუმი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ წარმატებულად მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებული "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამა“.
არასამთავრობო ორგანიზაციის „თაობათა დიალოგის“ ეს პროექტი არის ერთ-ერთი, რომელიც გასულ წელს დაფინანსდა. ფორუმზე გამოიკვეთა, თუ როგორი დაინტერესებაა ახალგაზრდებში მოხალისეობის მიმართ. განვითარებულ საზოგადოებაში მოხალისეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
დღევანდელი ფორუმი ხელს შეუწყობს ჩვენი ახალგაზრდების ინფორმირებულობას და კიდევ უფრო მეტი მოხალისის ჩართვას აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.