საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მოქალაქეებს შეხვდა
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ბასილაძემ და საკრებულოს დეპუტატმა ბაქარ მახარაძემ მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართეს. ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში დღეს ადგილობრივებმა, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებთან განიხილეს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მათთვის პრიორიტეტულია. ასევე რამდენიმე მოქალაქეს გაეწია კონსულტაცია, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შემუშავებული პროგრამებითა და პროექტებით.