ძლიერმა ქარმა ქუთაისში სხვადასხვა ტიპის ზარალი გამოიწვია. სტიქიის შედეგად დაზიანდა რამდენიმე მოქალაქის საკუთრებაში არსებული ქონება და ქალაქის ინფრასტრუქტურა. ქარის შედეგად მოთხრილმა ხეებმა, გარკვეულ ლოკაციაზე გადაადგილების პრობლემა შექმნა.
სტიქიის შედეგს დღეს, ადგილზე გაეცნო ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია.
ამ დროისათვის ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ოპერატიულად ახდენენ დაზიანებული მერქნის გატანას.
ამოქმედდა ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დარეკონ . ტელ.: 595 25 03 09.