საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნიკეას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ პრობლემებს დღეს, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ბასილაძე და საკრებულოს წევრი ბაქარ მახარაძე გაეცნენ.
რამდენიმე ლოკაციაზე მოსახლეობის მიერ პრობლემად დასახელებული იქნა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება. ასევე სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვა და ფასადის კედლების დაგრუნტვა.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დღესვე ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში მოქალაქეებს შეხვდა, სადაც სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების მოგვარებაზე ისაუბრეს. საჭიროებიდან გამომდინარე რამდენიმე მოქალაქეს მატერიალური დახმარება გაეწია.