ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ასევე მოისმინეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის ანგარიში.
სხდომას საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, მამუკა რიჟამაძე უძღვებოდა.
📍 დღის წესრიგი:
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ააიპ- ქ.ქუთაისში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორის ქალბატონი მაია ნადარეიშვილის ანგარიში.