ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვის და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა სხდომა გამართეს, სადაც წარმოდგენილი საკითხების შესახებ იმსჯელეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე, ლევან სანიკიძე უძღვებოდა. დღის წესრიგი 1. მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის განხილვის შედეგების შესახებ 2.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის N359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ 4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, (მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირის III შესახვევი) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 5.თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების თაობაზე თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის N67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 6.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება თიბისი ფეისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 აპრილის N376 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება „ოპპასათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ 8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ 9. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, (მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N53ბ) ელექტრონული აუქციონის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ