ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-5 სხდომა გამართა.დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 16 საკითხი დაამტკიცეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
სხდომას ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ზედამხედველობის სამსახურის დებულებაში.
ცვლილება შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის შედგენაში, გამოწერასა და ჩაბარებაში.
საკრებულოს გადაწყვეტილებით ცვლილება 2022წლის 26 იანვრის N8 დადგენილებაში, რაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პარკინგსერვისის“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვის წესის შემუშავებას ითვალისწინებს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში, მეორე ცვლილების შედეგად ბიუჯეტის მთლიანი ასიგნება ორგანიზაციული კლასიფიკაციის მიხედვით 115798,6 ათას ლარს შეადგენს.
ცვლილების თანახმად საპრივატიზაციო ნუსხიდან მოხდა რამდენიმე პუნქტის ამოღება და ახალი საპრივატიზაციო ობიექტების დამატება.
ქუთაისის საკრებულოს 2022 წლის 23 თებერვლის #13 დამტკიცებით დამტკიცებული იქნა მიწის ნორმატიული ფასი. მიწის ფასის ცვლილებიდან გამომდინარე ძალადაკარგულად გამოცხადდა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის #360 განკარგულება.
მიღებული გადაწყვეტილებით ქუთაისი თვითმმართველობის ბალანსზე არსებული 7 ერთეული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცემა თავდაცვის სამინისტროს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე, ავტოტრანპორტზე (60 ერთეული) მოხდება გარე რეკლამის განთავსება რომლის საშუალებითაც ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზება მოხდება. გარე რეკლამისთვის ღირებულება კი განისაზღვრა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შედეგად.
შპს "თიბისი ფეის" უფლება ეძლევა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განათავსოს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, სულ 29 ერთეული.
სს "ოპპას" იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაეცემა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გასანთავსებლად , სულ 110 ერთეული.
საკითხის შესაბამისად ქუთაისის მერს თანხმობა ეძლევა საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანოს თვითმმართველობის ბალანსზე არსებული განუსხვისებელი ობიექტები. 1. რუსთაველის გამზირის მე-8 ჩიხში და ნიკეას #2/182-ში მდებარე ქონება.
ქუთაისის მერს თანხმობა ეძლევა,. მოახდინოს ილია ჭავჭავაძის გამზირი №53 ბ- ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართის ორი წლით გაიჯარება, რომლის წლიური ღირებულებაც შეადგენს 150 000 ლარს.