გაცნობებთ,რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო აცხადებს წევრთა მიღებას. გთხოვთ,შეავსოთ განაცხადის ფორმა და დააფიქსიროთ თქვენი სურვილი წევრობის შესახებ არაუგვიანეს 2022 წლის 6 აპრილისა. https://forms.gle/FV3gkQLDo9Y97e7X9 მჯერა,საერთო ძალისხმევით და შესაძლებლობების ეფექტური გამოყენებით საბჭოს საქმიანობა და შედეგები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს ქალაქში გენდერული თანასწორობის მიღწევას,ქალებისა და კაცებისთვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას ყველა ცხოვრებისეულ ასპექტში,მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული მიმართულებით. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის, საუკეთესო სურვილებით.