2 აპრილს მსოფლიო აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
სარეაბილიტაციო ცენტრი „ნაიოს“ ინიციატივით და ქუთაისის საკრებულოს მხარდაჭერით დღეს პატარებისთვის ღონისძიება გაიმართა.
🔷 რეაბილიტაციის ცენტრის პატარებმა სპექტაკლი წარმოადგინეს, სადაც ზღაპრის გმირები განასახიერეს. ღონისძიების დასასრულს კი მათ ადგილობრივი თვითმმართველობისა და სპონსორი ორგანიზაციების მიერ საჩუქრები გადაეცათ.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას