ქუთაისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა, დღეს გამართულ სხდომაზე ქალაქის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიში მოისმინეს.
ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, კარლო კუხიანიძემ ისაუბრა, როგორც დასრულებულ პროექტებზე ასევე მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე. სხდომის მსვლელობისას მან პასუხი გასცა ყველა იმ შეკითხვას, რომელიც დეპუტატების დაინტერესების ობიექტს წარმოადგენდა.
კომისიის სხდომას, საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ამირან კოპალეიშვილი უძღვებოდა.