ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგეს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
ქალაქის ცენტრალურ ბულვარში გაიმართა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა და მოსწავლეთა პერფორმანსი.
"9 აპრილი ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია.1989 წლის 9 აპრილს ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ, ორი წლის შემდეგ კი, ზუსტად ამ დღეს, ჩვენ უკვე ოფიციალურად გამოვაცხადეთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.
მადლობა გმირებს, თავისუფლებისთვის!
ჩვენ ვალდებული ვართ, მათ მიერ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და საქართველო იყოს ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყანა!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.