ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების შესახებ იმსჯელეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე, მამუკა რიჟამაძე უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
1.ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის 3 თვის ანგარიში ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ.
2.ახალი "კორონა ვირუსით (covid 19) ინფიცირებული პირების დახმარების "კოვიდის შემდგომი) პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში.
3.ანგარიში სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარების რაოდენობის და მათი შესახლების შესახებ.