ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს. სხდომას იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, თეა ჯუღელი უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
1.ჯემალ ბიბილეიშვილის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
2.ლევან სანიკიძისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ცნობად მიღების შესახებ.
3.ჯემალ ბიბილეიშვილისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრის და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვის და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
4.ლევან სანიკიძისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.