ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი , იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე , საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია პანდემიის პერიოდში იმერეთის მასშტაბით მოქმედი „ქოლ-ცენტრის“ ოპერატორებს შეხვდნენ.
„ქოლ-ცენტრი“ 2020 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა და მიება მთავრობის ცხელ ხაზს, კოვიდპანდემიის პირობებში მოქალაქეებისთვის სწრაფი და ოპერატიული კონსულტაციების გაწევის მიზნით.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გამართული საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) პრიზი მოიპოვა ნომინაციაში- ,,COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის“ ეფექტური მუშაობისთვის.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.