ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე მე-3 სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული ერთი საკითხი დაამტკიცეს. სხდომას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა. საკითხის თანახმად მე-7 მოწვევის საკრებულოში, ადგილმონაცვლეობის შედეგად ლევან სანიკიძე, ჯემალ ბიბილეიშვილმა ჩაანაცვლა. წარმოდგენილი საკითხი დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.