ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა სხდომა გამართეს, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე, მარეხი ნიჟარაძე უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ქართულ ოცნებაში წევრად ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ჯემალ ბიბილეიშვილის გაერთიანებისა და მისი ამ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგელედ არჩევის შესახებ.
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების შემადგენლობაში,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი კვოტების შესაბამისად, ფრაქცია ქართულიოცნების წევრის, ჯემალ ბიბილეიშვილისწევრად წარდგენის შესახებ.