ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-6 სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები დაამტკიცეს.
სხდომას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საკრებულოს წევრი, ჯემალ ბიბილეიშვილი ფრაქცია ქართულ ოცნებაშითავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე იქნა დანიშნული.
ჯემალ ბიბილეიშვილი საკრებულოში ასევე იმუშავებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიაში.