ქუთაისში, კუპრაძის ქუჩაზე, საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გზაზე განახლდება ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყობა დახურული ტიპის სანიაღვრე და ტროტუარები, გაკეთდება ეზოების შესასვლელები.
სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,გზამშენი XXI". კუპრაძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1 223 300 ლარია განსაზღვრული. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მაისის ბოლოს დასრულდება.