ქუთაისობა 2022"-ის ფარგლებში, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის მაია ჩიბურდანიძის საიუბილეო საღამო გაიმართა.
ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში , სახელოვან ქუთაისელ მოჭადრაკეს 60 წლის იუბილე მიულოცეს ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თანაქალაქელებმა.
მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონის, საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებულის, მსოფლიო საჭადრაკო ოსკარის მფლობელის წარმატებები სწორედ ქუთაისის საჭადრაკო სკოლიდან დაიწყო.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი.
" მოხარული ვარ, რომ ლეგენდარულ მოჭადრაკეს მშობლიური ქალაქის დღესასწაულზე ვმასპინძლობთ. წარმატებულ მოჭადრაკეთა
თაობები გაიზარდა ქუთაისსა და საქართველოში მაია ჩიბურდანიძის მაგალითზე და კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება წარმატების სიმბოლო.
ვულოცავ ქალბატონ მაიას იუბილეს! ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებ!
ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტზე,
ჩვენმა მოცეკვავეებმა და მომღერლებმა კიდევ ერთხელ გვაჩუქეს დაუვიწყარი საღამო." - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.