ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ინტელექტუალურ თამაშებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
ჩემპიონატი ქუთაისის სკოლებს შორის, ამერიკულ ინტელექტუალურ თამაშში Jeopardy! (გარისკე!) , მერიის მხარდაჭერით და იმერეთის ინტელექტკლუბის ორგანიზებით ჩატარდა. ჩემპიონატში მონაწილეობდა 27 სკოლა. სულ გაიმართა 40 თამაში.
ფინალურ თამაშში ერთმანეთს შეხვდნენ კონსტანტინე მაქსიმილიან პეტერი (პირველი სკოლა), ლექსო მაჩალაძე (მე-15 სკოლა) და ლუკა კვანტალიანი (შ.პ.ს. პირველი სკოლა).
ქუთაისის სკოლებს შორის, ყველაზე ერუდირებული მოსწავლის ტიტული კონსტანტინე მაქსიმილიან პეტერმა მოიპოვა.
„ ახალგაზრდულ- საგანმანათლებლო პროექტებში გამარჯვებულ მოსწავლეებს შევხვდი დღეს. ამერიკულ ინტელექტუალურ თამაშში Jeopardy 100-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა და მათ შორის ყველაზე ინტელექტუალებს დამსახურებული პრიზები გადავეცით.
მჯერა, ეს თამაში პოპულარული გახდება და მომავალში უფრო ბევრი სკოლა და მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.