ქუთაისში, ბუკიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ქუჩაზე სრულად განახლდა ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრეები, ეზოებში შესასვლელები და საფეხმავლო ხიდი, ტროტუარები მოპირკეთდა ფერადი ფილებით, განთავსდება ძელსკამები და საგზაო ნიშნები.
სამუშაოებს ასრულებს შპს " Georgian Build". ბუკიას ქუჩის რეაბილიტაცია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის ღირებულებაა 2 222 220 ლარი.