ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრებმა, ქუთაისის 2022 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე, მამუკა რიჟამაძე უძღვებოდა. დღის წესრიგი: 1.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N5 დადგენილებაში შესატანი ცვლილებების შესახებ.