ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, ამირან კოპალეიშვილი უძღვებოდა. დღის წესრიგი: 1.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2021-2024 წლებში დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის N347 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. 2.ქალაქ ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლისათვის პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ამავე სკოლის დამაარსებლის, ნესტორ გოქაძის სახელის მინიჭების თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ. 3.ქალაქ ქუთაისში მდებარე კონსტანტინე გამსახურდიასა და სულხან-საბას ქუჩების შემაერთებელი უსახელო მონაკვეთისა და ამ ტერიტორიაზე არსებული მოედნისათვის დავით ხახალეიშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის დადგენილებით დამტკიცებული წესიდან გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის შესახებ.