ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე მე-4 სხდომაზე, დეპუტატებმა, დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
1.მიღებული გადაწყვეტილებით, ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის შედეგადაც, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნებ განხორციელებული.
კერძოდ, გზების და ტროტუარების კაპიტალური შეკეთების ქვეპროგრამა გაიზარდა - 739,6 ათასი ლარით. „ქალაქ ქუთაისში, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამა გაიზარდა - 4949,2 ათასი ლარით.
„მრავალსართულიანი სახლების ფასადების რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამა, გაიზარდა - 2152,5 ათასი ლარით.
„სხვადასხვა სახეობის სპორტულ - გამაჯანსაღებელი და დასასვენებლად განკუთვნილი ობიექტების მოწყობა - რეაბილიტაცია - ექსპლოატაციის“ ქვეპროგრამა გაიზარდა -1320,2 ათასი ლარით.
სოციალური ღონისძიებების პროგრამას დაემატა შემდეგი ქვეპროგრამები:
„ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება“ - 70,0 ათასი ლარი.
„ბავშვის განვითარების ხელშეწყობა“ - 30,0 ათასი ლარი.
2. საკრებულოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმები. ახალი დადგენილების მიხედვით სრულად არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე შესაძლებელია მისი სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსება და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება.
3. ცვლილება შევიდა საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის № 347 განკარგულებაში. რომლის შედეგადაც, ქუთაისში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტების ნუსხას კიდევ რამდენიმე ობიექტი დაემატა, რომელიც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, იქნება დაფინანსებული.