ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-8 სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული ორი საკითხი დაამტკიცა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულებიდან მოხდა იმ ფუნქციების ამოღება, რომელიც განსაზღვრულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის წესდებით. ქუთაისის საკრებულომ უფლებამოსილებიდან გამომდინარე თანხმობა განაცხადა , რომ ქუთაისის 22-ე საჯაროს სკოლას, პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის,ასევე სკოლის დამაარსებლის, ნესტორ გოქაძის სახელი მიენიჭოს