შეზღუდული შესაძლებლობების თემაზე შექმნილი ფილმი -ჩვენკონკურსის გამარჯვებული გახდა. ფილმი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ოჯახური ცხოვრებისისტორიას მოგვითხრობს მასში ასახულია შვილების თვალით დანახული ცხოვრება. შესაბამისად, ფილმის მთავარი გმირები, და-ძმა, გიორგი და მარიამი არიან.
ფილმის მთავარი სათქმელი არის ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ ნიშნავს, ადამიანს არ შეუძლია ოჯახის შექმნა, შვილის გაჩენა და ბავშვების აღზრდა. კონკურსში გამარჯვებულებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე და საკრებულოს წევრი მანანა ჩიხლაძე შეხვდნენ. შეზღუდული შესაძლებლობების თემაზე შექმნილი ფილმი, MAC Georgia-სა და რადიო თავისუფლების ერთობლივი კონკურსის შედეგად იქნა გამოვლენილი.