ქუთაისის მერიის კონკურსში "ახალგაზრდული ინიციატივები" გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.პროექტი წარადგინა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ "აიქუთაისმა". ღონისძიებას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე და ქუთაისის ვიცე -მერი დავით ერემეიშვილი დაესწრნენ.
პროექტი "ახალგაზრდა მეწარმე, როგორც ქვეყნის მომავალი" მოიცავს საგანმანათლებლო ტრენინგებს. აღნიშნული შეხვედრები ახალგაზრდებს მარკეტინგში, სოციალურ მედიასა და იურიდიულ საკითხებში ბიზნეს-სტარტაპის კონცეფციის შემუშავებასა და განვითარებაში დაეხმარა. პროექტის ფარგლებში გადამზადდა 10 ბენეფიციარი. დასკვნით ღონისძიებაზე, მონაწილეებმა მიღებული ცოდნის საფუძველზე, ბიზნეს -გეგმები წარადგინეს. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც ფულადი პრიზები გადაეცათ.