ქუთაისის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობა ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს დღეს ბოტანიკურ ბაღში შეხვდნენ და სამკერდე ნიშნები გადასცეს რომელიც სპეციალურად ქუთაისის საპატიო მოქალაქეებისთვის დამზადდა.
„დღეს საპატიო ქუთაისელებს შევხვდით. ეს ადამიანები ნამდვილად საამაყონი არიან ჩვენი ქალაქისთვის, რომელთა საქმიანობა, შემოქმედება საზოგადოებრივი ცხოვრება დაკავშირებულია ქუთაისთან. მინდა მადლობა გადავუხადო მათ და მჯერა ისინი კვლავ ჩვეული ენერგიით, მათი საქმით და შემართებით ისევ ჩვენი ქალაქის სასიკეთოდ იღვაწებენ. ჩვენის მხრივ კი მუდამ მზად ვართ მათი ჩართულობით კიდევ ბევრი საქმე გავაკეთოთ ქუთაისისთვის“-განაცხადა ქუთაისის მერმა.