ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენელთან ღასან ხალილთან ერთად, ქუთაისის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფსიქოლოგიური კაბინეტის გახსნას დაესწრო.
გაეროს ბავშვთა ფონდი , „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის“ ფარგლებში , მხარს უჭერს მუნიციპალიტეტების მთავრობებს ადგილობრივ დონეზე ბავშვთა უფლებების განხორციელებაში. ინიციატივა 2020 წლიდან ხორციელდება და ეხმარება მუნიციპალიტეტებს, ბავშვის უფლებათა კონვენციის გათვალისწინებით დაგეგმონ საკუთარი საქმიანობა.
„ფსიქოლოგის მომსახურება ოჯახების მხარდაჭერისთვის ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უმნიშვენლოვანესი სერვისია. ის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო სერვისია ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის, რომლის ხარისხიანად მიწოდებას შესაბამისი პირობები და სივრცე სჭირდება. სწორედ ამიტომ, „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის“ ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდი დაგვეხმარა აღნიშნული კაბინეტის აღჭურვაში. “-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.