ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბექაქებულაძე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი ერთი საკითხი განიხილეს.
დღის წესრიგი:
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესრულების თაობაზე, 6 თვის გაწეული სამუშაოს ანგარიშის მოსმენა.