ქუთაისის მუნიციპალიტეტის იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე თეა ჯუღელი უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
1.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“
2.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის (სასწავლო სვლის) გზების სიის დამტკიცების შესახებ
3.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ“
4.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
5.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-15, მე-16 ნაწილებითა და 1254 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა–ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ
6.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.