ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში სამი ახალი სკვერების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მაისურაძის #9, თაბუკაშვილის#32 და #88 მიმდებარედ მოწესრიგდა რეკრეაციული სივრცე, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები, ასევე მოეწყო თანამედროვე ტიპის განათებები.
აღნიშნული სამუშაოები, დღეს ვაკისუბნისა და სულხან-საბას ადმინისტრაციული ერთეული მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა რიჟამაძემ, მერის წარმომადგენელთან, გიორგი მამასახლისთან ერთად დაათვალიერა.
მაჟორიტარი ადგილზე გაეცნო სამუშაო პროცესს, ასევე შეხვდა და გაესაუბრა ადგილობრივებს.