ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურ დირექტორს კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საპილოტე პროგრამაზე, რომელსაც EBRD იწყებს საქართველოში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) და IT კომპანია Strategist-თან თანამშრომლობით. პროგრამა მოიცავს 5 შერჩეულ ქალაქს, მათ შორის ქუთაისს, როგორც რეგიონალურ ცენტრს და გულისხმობს ახალგაზრდების მომზადებას მაღალი დონის IT ტექნოლოგიებში.
„ საინტერესო და საჭირო პროექტს ვიწყებთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურ ოფისთან ერთად. ქუთაისელ ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი, სრულიად უფასოდ დაეუფლონ მაღალი დონის საინფორმაციო ტექნოლოგიებს. კურსის ხანგრძლივობა იქნება ერთი წელი. შერჩეული საუკეთესო სტუდენტები გაივლიან გადამზადებას და წარმატებული კანდიდატები მიიღებენ დასაქმების შემოთავაზებას IT კომპანიებიდან.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.