ქუთაისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება მოლდოვას დელეგაცია. მოლოდოველი სტუმრები ქალაქის მერიაში ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ მიიღეს. შეხვედრაში მონაწილეობდა UNDP-ის თბილისის ოფისის პროექტების მენეჯერი თინათინ ტყეშელაშვილი.
მერიაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში საქართველოსა და მოლდოვას მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტებზე.
„ ქუთაისში სტუმრად გვყავს ოფიციალური დელეგაცია მოლდოვადან, ქალაქ ჩადირ -ლუნგას მერი ანატოლი ტოპალი და UNDP-ის წარმომადგენლები. მოლდოვაში, ისევე როგორც საქართველოში, მიმდინარეობს პროექტი „მუნიციპალური ტრანსფორმაციების პორტფელი“, რომელიც არის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის’’ ( M4EG ) ინიციატივის ნაწილი - გაეროს განვითარების პროგრამის, ევროკავშირის, ადგილობრივი ხელისუფლების და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
სტუმრებთან ერთად ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც უკვე გადავდგით აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება და გამოწვევების დაძლევის გზები. მოლდოველ მეგობრებს საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამა შევთავაზეთ, რათა უკეთესად გაიცნონ ჩვენი ქალაქი.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მოლდოველმა სტუმრებმა მოინახულეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ეწვივნენ მეცნიერთა კავშირ „სპექტრს“ , დაათვალიერეს მუნიციპალური ავტოპარკი და კომპოსტირების მოედანი, გაეცვნენ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს.