რეგისტრაცია:
https://forms.gle/zcUhrHDwK1D7fRkD8
Geo/Eng
მიმდინარე წლის 31 მაისს გაიმართება ქუთაისის მესამე საერთაშორისო ფორუმი
„ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის“.
2019 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტმა დაარსა ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი (KIF) "ოქროს საწმისის ძიებაში" „ევროკავშირის მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ინიციატივასთან და USAID -ის „კარგი მმართველობის პროგრამასთან“ თანამშრომლობით.
პროექტის პარტნიორები არიან : ევროკავშირი (EU), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG).
ფორუმის დაარსებით, ქალაქი ქუთაისი მიზნად ისახავს გახდეს მდგრადი ურბანული განვითარების შესახებ ინოვაციური იდეების და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის პლატფორმა, საშუალო და მეორე დონის ქალაქებში და ხელი შეუწყოს მრავალდისციპლინარული დიალოგის გაძლიერებას სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის.
ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი უზრუნველყოფს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის, გამოცდილების გაზიარების და ერთმანეთისგან სწავლების სივრცეს.
წინა ორი ფორუმის (2019 და 2021 წლები) საშუალებით, KIF უკვე გახდა მდგრადი ურბანული განვითარების მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების ღირებული ადგილი.
ქუთაისის მესამე საერთაშორისო ფორუმზე აქცენტი იქნება ევროკავშირისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ერთობლივ პროექტზე “ქუთაისი: ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის“. ფორუმის მონაწილეები განიხილავენ ადგილობრივ ხელისუფლებასა და ბიზნეს-სექტორს შორის სხვადასხვა თანამშრომლობით ფორმებს, ასევე, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მეთოდებს.
ქუთაისის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა არის უფასო. რეგისტრაციის შემდეგ, მოწვევა გაეგზავნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ფორუმი ღიაა დაინტერესებული მხარეების სხვადასხვა სპექტრისთვის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის პარტნიორი ქალაქებიდან და რეგიონებიდან წარმომადგენლებისთვის, ისევე, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის და დასავლეთ ევროპის ქალაქებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ბიზნეს-სექტორისა და სხვადასხვა დარგის თუ გეოგრაფიული არეალის ექსპერტებისთვის.
ფორუმი ჩატარდება ქართულ და ინგლისურ ენებზე, სინქრონული თარგმანი მთელი ღონისძიების განმავლობაში იქნება უზრუნველყოფილი ყველა მონაწილისთვის.
ქუთაისის საერთaშორისო ფორუმი მონაწილეებს სთავაზობს ზუმის პლატფორმის საშუალებით ღონისძიებაზე ონლაინ ჩართვას. ის მონაწილეები, რომლებიც ონლაინ დასწრებას აირჩევენ, მიიღებენ ფორუმის ონლაინ პლატფორმის შესაბამის ბმულს.