ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 29-ე სხდომა გამართა. პირველი საკითხი, რომელიც ბიუჯეტში შესულ ცვლილებას ითვალისწინებს, დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის დამატების შედეგად მოხდა. კონკრეტულად კი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების, კეთილმოწყობისთვის საჭირო თანხა, 172,6(ასსამოცდათორმეტი ათას, ექვსასი) ლარი რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოიყო. მიმდინარე სხდომაზე აგრეთვე ადმინისტაციული შენობების რეკონსტრუქციისა და ავტობუსების პარკის მშენებლობის საკითხი დამტკიცდა, რომლისთვისაც ბიუჯეტში 2, 696,7 (ორი მილიონ ექვსასოთხმოცდათექვსმეტი ათას, შვიდასი ლარი) არის გათვალისწინებული. შესული ცვლილებებიდან გამომდინარე ქუთაისის ბიუჯეტი 77.773,9 ათასი (სამოვდაჩვიდმეტი მილიონ, შვიდასსამოცდაცამეტი ათას, ცხრა ასი ) ლარს შეადგენს. სხდომაზე ასევე აღმასრულებლის მიერ წარმოდგენილი იქნა, შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში, ევროკომისიისგან გრანტის მიღების საკითხი. პროექტი შავი ზღვის აუზში, აქტიური ტურისტული პოტენციალის გაზრდას და აქტიური ტურისტული ადგილების ათვისებას ითვალისწინებს. პროექტი 2 წლიანია და საერთო ჯამში თანხა 159 856.80 (ასორმოცდაცხრამეტი ათას რვაასორმოცდათექვსმეტი) ევროს შეადგენს. აქედან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა 8%-ით, ანუ - 12 788,55 (თორმეტი ათას შვიდასოთხმოცდარვა) ევროთი განისაზღვრა. ქუთაისის მერია გრანტის სახით კი 147 068,25 (ასორმოცდაშვიდი ათას სამოცდარვა)ევროთი დაფინანსდება.“ აღნიშნულ საკითხებთან ერთად 29-ე სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა მხარი დღის წესრიგით წარმოდგენილ ხუთ საკითხს დაუჭირეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შენგელია უძღვებოდა