ქუთაისში ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის 31-ე წლისთავი აღინიშნა. ნინოშვილის სკვერში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ავღანეთის ომის ვეტერანებმა . ამ დღესთან დაკავშირებით ავღანეთის ომის ვეტერანებს - 44 ბენეფიციარს ფულადი საჩუქარიც გადაეცათ.
ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა 1989 წლის 15 თებერვალს დამთავრდა, რომლითაც შესრულდა ჟენევაში ხელმოწერილი შეთანხმება.