ქუთაისი სულ მალე მთლიანად გადავა 24 საათიან წყალმომარაგებაზე. ქალაქის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ფაზა დასკვნით ეტაპზეა, მიმდინარეობს ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები . პროექტის მიმდინარეობა და შესრულებული სამუშაოები წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გრიგოლ მანდარიამ, ქუთაისის მერთან გიორგი ჭიღვარიასთან, ქუთაისის სერვის -ცენტრის მენეჯერთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ქუთაისის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის დაახლოებით 92 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მოსახლეობის 60 პროცენტს წყალი უწყვეტ რეჟიმში უკვე მიეწოდება. უახლოეს პერიოდში, ახალ ქსელზე ქალაქ მუზეუმისა და საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულები ჩაირთვება. ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპის ფარგლებში აშენდა ორი რეზერვუარი გოდოგანში და ერთი მუხრანში. ასევე, მოეწყო სამი სატუმბი სადგური. გაკეთდა 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და 200 კმ შიდა გამანაწილებელი ქსელი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა.