ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ვლასი გარდაფხაძე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლატარიას განცხადების ცნობად მიღების შესახებ
2. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N 15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაის - გაენათის ეპარქიისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მაგთიკომისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ელექტრონული აუქციონის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, სარგებლობაში გაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ