11-12 ნოემბერს, ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ ორგანიზებულ რეგიონულ კონფერენციაში, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდა 23 ქალაქის ხელმძღვანელი პირი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან. კონფერენციის ერთ-ერთ მიზანს რეგიონში არსებული პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.
ამ ასპექტში, ქუთაისის მერის მოადგილემ ისაუბრა იმ სოციალურ პროგრამებსა და ინიციატივებზე, რომლებიც ორიენტირებულია ქუთაისში ბავშვთა უფლებების დაცვასა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. „მერები ბავშვებისათვის“ არის პირველი ასეთი სახის შეხვედრა რეგიონში. ძირითადი ყურადღება დაეთმო ადგილობრივი სოციალური სერვისების დაფინანსების სტრატეგიას, ბავშვებისა და ოჯახების გაძლიერების კუთხით, ბავშვთა ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური დაცვის საკითხებს, ახალგაზრდების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შეხვედრის ფარგლებში, მერებმა და მათმა წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაობა, თავიანთ ქალაქებში შექმნან ბავშვებზე ორიენტირებული გარემო.