ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ათი საკითხი განიხილეს, სადაც ერთ-ერთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბიგ სერვისისთვის“ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის საკითხი იყო. საკრებულოს მიერ საავტომობილო წარმოების ქარხნის განაშენიანების გეგმის პროექტის დამტკიცების შემდეგ, ავტომშენებლის ქუჩა N41-ში ახალი საავტომობილო ქარხნის მშენებლობა დაიწყება.
პროექტის თანახმად, კომპანია „აი გრუპი” ქუთაისში 100 ჰ. ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი დამზადდება.
მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს მშენებლობა მთავრობის ხელშეწყობით მოხდება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეგიონში ელექტრომობილების წარმოება დაიწყება.