ფორუმი -ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემუშავება ხალხთან ერთად " დასრულდა.
მონაწილეებმა მათთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე პროექტი წარუდგინეს ადგილობრივ თვითმმართველობას: სოციალური, ინფრასტრუქტურული და ახალგაზრდული მიმართულებით.
დამსწრეებმა დღესვე ღია კენჭისყრით გამოავლინეს ის 3 პროექტი, რომელიც მერის მრჩეველთა საბჭოს წარედგინება განსახილველად და აქედან ერთ-ერთი, ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტში აისახება.
საბავშვო ბაღებში ახალი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ატრაქციონების მონტაჟი, ფასადების, ტროტუარებისა გარე განათების საკითხები და დამხმარე მეურნეობა. ეს ის 3 პროექტია, რომელსაც ფორუმის მონაწილეებმა ღიად დაუჭირეს მხარი.
მოსახლეობის ფორუმის მიზანი იყო, მოქალაქეებს საშუალება მისცემოდა გამოევლინათ ქალაქში არსებული პრობლემები, რადგან მათ ამ უკანასკნელის გადაჭრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეძლონ
2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებული ვარიანტი 53 მილიონი იქნება. ქუთაისი რგფ-დან 11 მილიონი ლარის ტრანსფერს ელოდება, რაც შარშან 8 მილიონი იყო. გარდა ამისა, 1 765 000 ლარით გაიზრდება გათანაბრებითი ტრანსფერი. 2019 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა და სოციალური საკითხებია.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის სახალხო განხილვები კვლავ გაგრძელდება და მასში მოსახლეობას აქტიურად ჩართვის საშუალება მიეცემა.