ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მოლდოვის ქალაქ უნგენის მერი ალექსანდრუ ამბროზი მიიღო. უნგენი და ქუთაისი დაძმობილებული ქალაქები არიან და თანამშრომლობის დიდი ტრადიცია აქვთ.
ევროკავშირის დაფინანსებით, ამ ორი ქალაქის მონაწილეობით რამდენიმე საერთაშორისო პროექტი განხორციელდა. ამჟამად კი უნგენი და ქუთაისი ერთობლივად მონაწილეობენ პროექტში „მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა“.
უნგენის მერი ქუთაისში აღნიშნული პროექტის დასკვნით კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
„ქუთაისის და ქალაქ უნგენის მეგობრობა სამაგალითოა. ჩვენ უკვე მეოთხე პროექტს ვახორციელებთ ერთად და გვაქვს კარგი შედეგები. მჯერა, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ერთობლივად კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.