ქუთაისში ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის საჯარო განხილვა დასრულდა.
შემაჯამებელი შეხვედრა კოლეჯ „იბერიაში“ შედგა. შეხვედრას ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, არასამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები.
ქუთაისის მერია , სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად , 1 წელზე მეტია მუშაობს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაზე. უკვე ჩატარდა საჭიროებების კვლევა და ამ კვლევებზე დაფუძნებით შეიქმნა სამუშაო დოკუმენტი.
„ ჩვენი მუშაობის და გეგმების უმნიშვნელოვანეს ნაწილს ახალგაზრდული პროგრამები შეადგენს. ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებისთვის სერიოზული კვლევები და სამუშაოები ჩავატარეთ, ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად.
მოვაწყვეთ მიღებული დოკუმენტის საჯარო განხილვები , რის შედეგადაც საბოლოო სახით ჩამოყალიბდა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში ასახული მიზნები. ახლა მთავარია, ხელი შევუწყოთ ჩვენს ახალგაზრდებს ამ მიზნებისა და გეგმების განხორციელებაში.“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე იქნება დამტკიცებული.